მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 6937 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

კაი ყმა, მგელი, არწივი -

არც ერთ არ გაიწურთნება!

მგელი არ მოშლის მგლობასა,

კაი ყმა - მამაცობასა,

არწივი - არწივობასა,

მთის ყურეთ თამაშობასა...


მგელი გაივლის მთაზედა -

ნამ გაბერტყილი დარჩება,

დაიხულუზნებს არწივი -

საჯიხვეებში გაჩნდება,

დასწვდება შუნის თიკანსა,

სადმე სადილად დაჯდება,

გულ-ღვიძლს ხომ შაშჭამს თვითონ და

ლეში - ყვავ-ყორანს დარჩება...

კაი ყმა, მგელი, არწივი -

არც ერთ არ გაიწურთნება!

 

მაშინ კარგია კაი ყმა,

რა დილა-ბინდზე დგებოდეს,

იცვამდეს გრილსა რკინასა,

«ომს ვიზამ!» - ემზადებოდეს,


ლურჯაი ხრავდეს ლაგამსა,

წაღმა-უკუღმა დგებოდეს,

იხარჯებოდეს კაი ყმა,

თოფი ოხრადა რჩებოდეს.


მოლოდინი სჯობს მოსვლასა

ლაშქრით ლამაზის ყმისასა,

მოვა, მოიტანს ამბავსა

თავისასა და სხვისასა, -

ჯერ სწორებისას გვიამბობს,

მემრ - თავის გამოცდისასა.


კაი ყმა მაშინ კარგია,

ომშიგით ამადიოდეს,

არ იკვეხოდეს ბიჭობას,

სხვათა უქმობას ჩიოდეს,

აბჯარსა, სისხლის გათხვრილსა,

სწმენდდეს და ჩამაზდიოდეს.


ნეტავ თქვენ, ქურაზაშვილნო,

სამი მზე მოგდისთ გვარზედა:

ერთი მზე - მამაცობისა,

მტერ ვერ შაგიდგათ ძალზედა,


მეორე - თოფოსნობისა,

ჯიხვნ ვერ გაგივლენ მთაზედა,

მესამე - პურადობისა,

სუ სტუმარ გისხავთ სკამზედა.


ვაჟკაცსა გული რკინისა,

აბჯარნი თუნდა ხისანი,

თვალნი - ქორებულ მხედავნი,

ზედ - მუხლნი შავარდნისანი.


ბეთლემის კარზე ჰკიდია

ვოჟა ჯურხაის ფარიო, -

მაუვლის ომის წადილი,

ხანდისხან შასძრავს ქარიო.


გაგვიძეხ, ბერო მინდიავ,

მუხლი მაიბი მგლისაო,

გაგვიყოლიე ახლები,

ვისაც თავი აქვს ცდისაო!


თქვენი რიგია, ახლებო,

ხელის დადება ხმალზედა, -

ყორნები ლეშით სძღებიან

მამების ნაომარზედა.


კიდევაც დაიზრდებიან

ალგეთს ლეკვები მგლისანი,

ისე არ ამოწყდებიან,

ჯავრი შასჭამონ მტრისანი.


ხმა მამწონს თქვენის თოფისა,

იცის გველივით წივილი...

თქვენი მთათ შამამავლობა,

ქორებულ შამაკივილი.


ქორის ერისთვის დისწულნო,

ლაშქრულად კახეთს ჩახვალთა,

მაგით უყვარხართ ბატონსა, -

ომს უკრძალავად შახვალთა.


თუში ტიროდა მთაზედა

თავის ძმის ნაომარზედა:

მოეკლა ორმოცი თურქი,

თვითონაც იწვა ქვაზედა.


კარგ ყმას აჭმიე, დედაო,

დილა-ადრიან სადილი:

ან ხმა რამ შამაღვარდების,

ან მთას გაუვას ნადირი.


კარგ ყმასა შურობს სოფელი,

იტყვიან: «კარგი რად არი!»

საქმე რომ გაუჭირდებათ,

ყველა იბარებს: «სად არი?!»


ომში ჩავიდენ ახლები,

წკეპა ამოდის ხმლისაო,

ლემადეს, ამამდინარსა,

კვნესა ამოჰყვა მტრისაო.


თუ მოყვარე ხარ, მიმოყვრე,

კალთა გავაბათ კალთასა!

მტერი ხარ - შემატყობინე -

ან ბარს დაგიხვდე, ან მთასა!


ნისლი ძეს ლებაისკარსა

სულ მუდამ აუყრელადა,

აბაშას ტანზე ჯაჭვი სცვავ

სულ მუდამ წაუყრელადა.


ომში წასვლა მას უხარის,

ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო,

დაბრუნება და შინ მოსვლა,

ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო.


ომი ას ნაროვანზედა,

სისხლსა წვიმს, ზეთი დარია;

ომობენ ხიხიკაურნი -

პირშიშველაი ყმანია;


ძაღლიკას შამახვევნიყვეს

ხიხიკაურსა ცხრანია:

«ა დადას ძაღლიკაისას -

შინ დამრჩომია ფარია!»


ვაჰ, გულო, ვაჰ, გუნებაო,

ვაჰ, სიშორეო გზისაო!

წასვლაო, აღარ მოსვლაო

ლაშქრით მამაცის ყმისაო!


არწივო, მხარკვერიანო,

ყორნებს რად აძლევ ზავსაო?!

მინდორთ რო მოკვდეს კაი ყმა,

წინ-წინ ეგ დასთხრის თვალსაო.


გაფრინდი, შავო მერცხალო,

გაჰყევ ალაზნის პირსაო,

ამბავი ჩამომიტანე

ომში წასული ძმისაო!


კარგისა ყმისა ცოლობა

ნუ გიხარიან, ქალაო, -

წავა და ლაშქარს მოკვდება,

დარჩები ცარიალაო!


ისევ იზრდება მგლის ლეკვი

არწივთა ნაბუდვარშია,

დედა მკლავთ უპოხს მალ-მალე,

დილ-დილა, თითბრის ჯამშია;


შვილი ჰკითხევდა დედასა:

«დედი, რათა ხარ თალხშია?!

ან მამა-ბიძებ სად მყავის,

მარტოდ რაად ვართ ხალხშია?!»


ცხენ-კარგის დედას დავნატრი,

ლაშქარში წინ-წინ წადგება,

მერე - თოფ-კარგის დედასა, -

ერთის ნასროლით დარჩება!

მერე - ცოლ-კარგის დედასა, -

ქმრის სწორთ ლამაზად დახვდება!


ატირდა კაი ყმის ცოლი:

«აღარ მამივა შინაო...»

იცინის ცუდაის ცოლი:

«გამაიქცევა წინაო...»

გამაქცეულის მოსვლასა

არმოსვლაი სჯობს შინაო! 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ