შენ წამოიწყე "დაიგვიანეს" და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები, ეგებ, ემაგ ყელს ერთად ხატავდნენ ბექა და ბეშქენ ოპიზარები.
როგორც ჩანჩქერი, კლდიდან ვარდნილი და არწივული შენი თვალებით მეხატებოდა წინ ავთანდილი.
თითქოს ბგერებით ტაძარს ხატავდი, თავზე გეხურა ზეცა თბილისის, რომლის მიწაზეც ამოთავთავდი.
ყური მოჰკრეს და აღარ დარდობენ, - და ის პატარა მწყემსი ბიჭები მთებში ვეფხვივით დანავარდობენ.
და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები, იქნებ ემაგ ყელს ერთად ხატავდნენ ბექა და ბეშქენ ოპიზარები. |