|
თუ არ დააძღა შენსას იარებს გაუმაძღარი ყორანი შავი, ფრთებს თუ არ გაშლი (ორბებრ კი არა), ფრთებს თუ არ გაშლი იესოსავით: ვერ ახვალ ცაში, ვერ ახვალ ცაში, - მუცლით იხოხებ მიწაზე მაშინ. გარეშე ჯვარცმის, გარეშე ჯვარცმის,- ჯერ არ ასულა არავინ ცაში. ცად მხოლოდ მაშინ ადის მგოსანი, - ფრთებს როცა გაშლის იესოსავით. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















