|
შენს ფეხებთან აბეზარი ქარი გაიშრიალებს, ურცხვად მოგეპარება და კაბას აგიფრიალებს,
მაინც გამთქვეს თვალებმა, რადგან მზერა უნებურად შენკენ გამეპარება.
კაბას იჭერ ხელებით მარწყვის ბაგეს დაიშაქრავ დათაფლული წყევლებით.
ტოკავს გულის გალია, ეგე ქარი, ეგ დაწყევლე, ჩემი რაღა ბრალია?!
შენს თვალებშიც ვხედავდი, ქარს კაბა არ აეწია, რა, არ შემოგხედავდი?!
კვლავაც გაიშრიალოს, ურცხვად შემოგეპაროს და კაბა აგიფრიალოს,
თუ სხვა კიდევ მერჩიოს, უკვე დედა ყოფილიყავ, ხელში პირმშო გეჭიროს;
ხელს რომ ვეღარ ახმარებ, თვალხუჭელა მოგაგნებ და კაბას ჩამოგაფარებ;
ისევ დაიქუფრები; კარგი, ფეხებს თუ მიმალავ, თვალებს რაღას უშვები?! |
















