მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 4839 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ვაი, როგორ გაფუჭდი! შენც სიბერე გხლებია,

შუბლს ჩამოგყვა ნაოჭი, თმები შეგვერცხლებია...

და ეგ მკერდი რომ თრთოდა, უწინ, როგორც ჯეჯილი,

შოთას როსტევანივით, მოსჩანს პირდაღრეჯილი.

დღეს ეგ შენი ღიმილი, შუქ-ნაცრეცით მკრთომარე,

გარდაცვლილთა ძეგლია, სამარეზე მდგომარე,

სადღა არის ის მზერა, ცეცხლოვანი, ალური,

სადღა არის მაგ ტანის რხევა მუსიკალური?

დასჭკნა, განქრა, წავიდა, ვეღარ იგრძნობ სიხარულს.

...ეხ, ასეა, როდესაც ასნეულებ სიყვარულს!


იყო დრო და: უზმოზე ხმითა მოკისკასითა

სვამდი მზისა სხივებსა ბროწეულის თასითა.

იყო დრო და: სამხარზე ნაზად, ხელუხლებელად

ტყის საღამო ფერიებს გიგზავნიდა მხლებლებად.

დღეს კი იმავ სხივებსა, დღეს კი იმავ ფერიებს,

ეგ დამჭკნარი ოცნება იშორებს, იგერიებს;

დღეს კი დილა, მზის ნაცვლად, გაძლევს ფიქრსა მდაღველსა

და საღამოც გიმზადებს უკურნებელ ნაღველსა;

დღეს კი ტლანქმა სიბერემ ისე ტლანქად დაგჩრდილა,

რომ მაგ მოღლილ თვალებქვეშ ლურჯი ია გაზრდილა, -

ჰმ, ია და ზამთარში? - აბა ვის გაუგია?

ეს ხომ მთლად შერცხვენაა! ეს ხომ მთლად აუგია!

ეს ხომ სიმახინჯეა! და ვინ მოგცა უფლება,

მოსპო აგრე უგულოდ გულის თავისუფლება?

ბუნება სიცოცხლეა, სიცოცხლე კი - ბუნება

და შენ, მართლაც, ამ გრძნობის შეგრჩენია თუ ნება,

მაშ რად მისდევ უქნარ ბრბოს უხეშ გემოვნებასა?

...ეხ, ასეა, როდესაც ასნეულებ ვნებასა!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ