|
თავგანწირული მოჰქროდა ქარი სისინით, შხამით. კოკისპირული წვიმა და ღვარი მოვარდა ღამით.
სანთელი გაჰქრა ჯერ ისევ გზაში; ელვამ კლდეებზე სინათლე გაჰკრა და ჩაქრა მთაში.
ქოხის საბური ხომ არა სჩანდა? არა! გორაკი რამ უდაბური ელვამ გალანდა.
მე ვიჭერ სმენით, ხმამ მიმიტაცა. ვიღაც მეძახის მშობლიურ ენით, მეძებს ვიღაცა.
ეს მგლოვიარე ქარი ცახცახებს. მედგრად იარე, აქ შენ არავინ არ დაგიძახებს.
წვიმა და ღვარი გადივლის წამით. თავგანწირული ჩადგება ქარი, გრძნობდე სიამით. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















