გაირღვა ღრუბელი და მთვარე - გოლიათს სხივები მოსტაცა, ქუჩებში დაჰყარა, მივდივარ, მივყვები და ასე მგონია ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა პატარა.
მივყვები, მომყვება ხეივნის აჩრდილი, საყვარელ ქუჩაზე მრავალი ქალია, მრავალი ქალია - მაისის ყვავილი.
სარკმელთან გოგონამ ღიმილი მაჩუქა. მივდივარ, ვუცქერი, და ასე მგონია ისევ ის ბიჭი ვარ, პატარა, ხუჭუჭა. |