ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას, ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას. ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს, ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.
და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს, ნურასოდეს მოატყუებთ ალალ-მართალ კაცს და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.
ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს, ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს, სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სხვამ რაც უნდა თქვას.
და თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას, ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც, არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ არც.
უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად, ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად, არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად.
უნდა შეძლოთ, სიყვარული მიმოფანტოთ გზად, ვერასოდეს ვერ წაგაქცევთ გაჭირვება მთლად, სანამ ქვეყნად, ძვირფასებო, ერთმანეთი გყავთ. |