|
მოდი, ერთად დავსხდეთ, ბერიკაცო, ერთად მოვიგონოთ სიყვარული, - შენი ნაზამთრალი მოგონება, ჩემი ნატაძრალი სიხარული.
ასაკს ჩვენი ჭირიც წაუღია!.. შენ რომ ახალგაზრდად გეჩვენები, ომი უამრავი წამიგია.
ბევრი ქარიშხალი დამტეხია... ფრთები - სატანისგან მოკვეცილი, ისევ გასაფრენად გამიშლია.
ისევ მოყვასისთვის დამიგია... სულის გადარჩენილ ნანგრევებზე, თეთრი ეკლესია ამიგია.
ერთად მოვიგონოთ სიყვარული, - შენი ნაზამთრალი მწუხარება, ჩემი ნატაძრალი სიხარული.
ასაკს ჩვენი ჭირიც წაუღია!.. შენ რომ ახალგაზრდად გეჩვენები, ომი უამრავი მომიგია!.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















