|
უფალო, დევნილი ვდგავარ შენ წინაშე, ბრძოლებით დაღლილი, მართალი ზეცამდე... მომმადლე ამ თავსხმა, მისტიკურ წვიმაში, შექსპირის სონეტი - ოთხმოცდამესამე.
რადგან ჯერ ქალი ვარ, და მერე - პოეტი... სივრცეში ჩურჩულებს უცნობი მგოსანი, - ოთხმოცდამესამე შექსპირის სონეტი.
მაშფოთებს უმზეო მესამე ნაპირი... წვიმს...და ლურჯ წვიმაში ხმა ისმის ინესას, ოთხმოცდამესამე სონეტი შექსპირის.
გზა ერთობ მძიმეა მიწიდან ზეცამდე... იღვრება ამ თავსხმა, მისტიკურ წვიმაში, შექსპირის სონეტი - ოთხმოცდამესამე. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















