გათენებულა ახალი წელი, და მორიდებით და როგორც მუდამ, ვწერ და ვერ ვგზავნი მილოცვის წერილს და ქაღალდს ვკუმშავ თოვლისფერ გუნდად.
გასახსენებლად უცოდველ ყრმობის, უფოსტოდ, ჩუმად მოვიდეს შენთან, როგორც ზეციდან ფიფქები მოდის.
რომ მოგაწვდინო ნაფიქრი გუნდად? მარტოდენ ნატვრა, მარტოდენ კრძალვა ჩამგუბებია საწვიმარ ღრუბლად.
მიზეზი ჩემი უძილო თრთოლვის, მინდა, მესხურო მხურვალე ცრემლად, დამადნო, როგორც ბაბუა თოვლის.
ნუ მაწანწალებ კარიდან კარად, თორემ უქუდო და ფეხშიშველი გამოვიქცევი, მოვყვები ბარათს.
და მორიდებით და როგორც მუდამ, ვწერ და ვერ ვგზავნი მოკითხვის წერილს და ქაღალდს ვკუმშავ თოვლისფერ გუნდად. |
პოეზიის გვერდი • • • |