მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
|
ანგელოზების საკრებულო შუქში დაგეძებს: ცას ეხლებიან, შესაცნობად როცა გიტევენ და თვითეულ სხივს ჩაჟინებით ჩაჰკირკიტებენ. მე კი - თუ შენთან სამეტყველოდ ლექსი მაქეზებს, ასე მგონია საგალობლებს ბნელში ჰკიდებენ და შორდებიან შენეული კაბის ნაკეცებს.
სალიტანიოდ მოგიხმობდა ფრთების სავსავით, - სავარსკვლავეთოს აღუვლენდი სხივებს აღსავლით და მარმარილოს გალობათა კრიალოსანი შუბლზე გეფინა სფეროების ნათებასავით.
და ბაგეები ღამესავით გაუდაბურდა... |
















