|
ისევ დაიწყო შუბოსანმა შუბის ალესვა, ღამემ - სიკვდილის მესაჭურვლემ - რაღაც განიშნა, კვლავ აგირია სათვალავი ცის ანგარიშმა და შტერად დამდგარს უჩვეულო ჰანგი ჩაგესმა.
გეცნო ქარის ხმა - სივრცეების სიმწუხარის ხმა - და გადაღმიდან გამოიხმე უცხო ქარიზმა, რომ უღიმღამო სინამდვილე მშრალზე დაგესვა,
ცნობიერების ციხე-ქალაქს - შენს აკროპოლისს; ო, როგორ ბრწყინავს სიშორეში შენი კანდელი,
როცა ხარებას ენაცვლება სხვა ჟრუანტელი და სხვანაირი მოლოდინი წმინდა ჩასახვის... |
















