|
ქვეცნობიერის მღვრიე ფიქრო, ფიქრო ასკეცო, სისხლის ჩქერი ხარ - მოშვებული და უონკანო, თითქოს სულ ცდილობ, იკისკასო, იველასკესო და შენი ფერი იდუმალი სევდით მორკალო.
შენ "ორგანოც" თქვი, ფანტაზიავ შეუბორკავო, მაგრამ, როგორც ჩანს, იგულისხმე - არა სასქესო, არამედ ჩვენი საყვარელი ბეჭდვის ორგანო.
ბორდელის კუროვ, - ბუზმენტებო და ბაკენბარდო; ფრთხილად, - ეტყობა, ავხორცობა იწყებს იერიშს
სულ ამოხაპა სიღრმეები ქვეცნობიერის და ცნობიერის კლიშეებში მაგრად ჩაკლიტა... |
















