|
სადაც ვარ, გმირთა ხმა მომდევს, ვით შერჩენილი ეტრატს იგავი, ცოცხალი კაცი ორჯერ არ მოკვდე, ერთხელ სიკვდილის ღირსი იყავი.
ავი მარცხდება კარგთან ბრძოლაში, კაცი ის არის, ვინც უკვე მოკვდა და მაინც ცოცხლობს ხალხის ხსოვნაში.
სინდისი უნდა გეცვას სამოსად, ამ ქვეყნად ისე უნდა იცოცხლო, რომ შენი მოსვლა ჯობდეს არ მოსვლას.
ფარი თუ არ გაქვს, მტერს გული ჰკარი, ჯობს მკვდარი ხალხში ცოცხლობდე, ვიდრე ცოცხალი იყო და გერქვას მკვდარი. |
















