|
მე შენთან ერთხელ შემოვედ, ლუკა რაზიკაშვილის ასულო გულქან, და დავინახე, შენ მამაშენი თუ როგორ გადგა უხილავ შუქად.
ძირს ჩამოშვებულ ფეხით იატაკს, შემოგცქეროდი, მაგრამ ასაკმა თვალში სინათლე გაგიცრიატა.
ამოღებული ძველი ამფორის და მე ვერაფრით ვერ გაგიბედე გაძვალტყავებულ ხელზე ამბორი.
თითქოს სიფრთხილით და მორიდებით უხილავ თოკზე, ვით ბევრჯერ რეცხვით გაცრეცილ ქსოვილს, ისე ჰკიდებდი.
რაზიკაშვილის ასულო გულქან, რომ თურმე მაინც არა ყოფილა მამაშენისთვის საწუთრო გულქვა.
როგორც ახუნის გორზე კესანე, მისი სიბერის მანუგეშებლად და მისი სულის მონათესავედ.
როცა მინდორში იქნევდი სამთითს, ან როცა დინჯად ცომს აბრტყელებდი და ჯვარს ასტამით შუაში სვამდი.
ქალბატონს როცა კაბას გჩუქნიდა და ქალამნები თალათინისა როცა მოჰქონდა შენთვის დუქნიდან.
ჩამოირბენდი და ვით ალქაჯი, მოეხვეოდი და მოიქცევდი შენი მკლავების ვიწრო ალყაში.
ვით ინდაურის იდექი ჭუკი და მამის წითლად გადმობრუნებულ უპეში ნელა დგებოდა შუქი.
მისი ჩურჩული და საუბარი, ქვას რომ აწვდიან კალატოზს ისე, როცა აწვდიდა სიტყვას უფალი.
თურმე უფლებამოსილებანი, ვით განუზრახავს არსთა გამრიგეს, ისე ლაგდება კაკლის ლებანი.
პაწაწკინტელა ლურჯი კესანე, ვისი სათუთი თითები სულის ჭრილობებს სწრაფად გამიკემსავდნენ.
ალბათ სიბერე თავის მუქარით, ჩემს მაგიდასთან ბალღურ სიანცით რომ არ კისკისებს ჩემი გულქანი.
ეტყობა იმის ღირსი არა ვარ, შავს ჩაიცვამდეს, თმას გაიშლიდეს, წინ დაიდებდეს ამ ჩემს ტალავარს
რაზიკაშვილის ასულო გულქან, ვით შენ ამკობდი უმანკო ცრემლით ჩემთვის საწუთრო ყოფილა გულქვა!.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















