|
ის აღარა ვარ. და სხვა დროც დადგა, არ მივსდევ ძველ გზას, ვიწრო ფონიანს, არ შეგადარებ მე ბულბულს, რადგან მისი ხმა ჯერ არ გამიგონია.
ვის შეგადარო, რო მოვიგონო, შენ ჩემი ლექსის უმაღლესობავ! შენ ჩემი ლექსის კარგო სტრიქონო!
ხმას უსწორებდი უმწიკვლოდ, ნელა, და მე შევცოდე შენს დანახვაზე შეყვარებულმა უკანასკნელად.
გიძღვენ ლექსი და ეს ყურადღება, შეყვარებულ ჩიტს ყოველ გაზაფხულს ბულბული ახლად უფერადდება.
ჩემს გატაცებას არ ჰქონდეს ბოლო, მინდა ხარფუხში წალკოტი მქონდეს, იქნებ შეცდომით ჩამოიქროლო!
ჩემო ჩიტუნი, ააგე ბინა, - და რაც დამაკლდა სიჭაბუკეში, ის შენმა გულა დღეს მაგრძნობინა.
მე გადავუხდი ათასეულად, შენმა სიმღერამ შემასხა ფრთები, შენმა სიმღერამ დამასნეულა.
ლექსის მარცვლები ჰკენკე და ჰკენკე, - ჩემო ჩიტუნი, ჩემო ანკარა, ჩემო სიმღერავ, მოვფრინავ შენსკენ! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















