ვიგონებ ღამეს, უმთვარო ღამეს, ღამეს ვიგონებ, - ფერად ქვანახშირს, ვიგონებ მამას, - მეგობრის მამას, ვინც საკუთარში მოკვდა ვენახში.
უმზეო დილას, დილას ვიფონებ, - ფერად გულაბსა, ვიგონებ იმას, ვინც სცადა ხშირად და ვერ დამაჭრა ხახვი ყურებზე.
გულკეთილ დიაცს, დიაცს ვიგონებ, - ფერად წითურსა, მაკლია ახლა რომელიც დიდად, ჰქონდა რომელსაც სუნი ციტრუსთა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |