|
სადაც ოქროსფერი მზის ქაფია, თორღვაის ცხენები იქ აბია, ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია, ჟამმა გზა-ბილიკებს უცნობს.
მტერი მამულისა მიკაფია, სისხლი წყაროსავით მიხაპია, იმედი რომ მერქვა მუცოს.
მტერი, მოყვარე, მთავარია ჩემთან არც ერთი არ არიან, ყველასთვის გავმხდარვარ უცხო".
რა გოდება და თავზარია, მუცოს ბეჭები გაბზარვია, ჟამისგან ძლეულა მუცო...
მტერი არ დარჩა უწვეველი, წასული თავ-ბედ უწყევლელი, "ქართლს მტერი ეყოლება ნურცო".
მტრისათვის ხარკის უძლეველი, გაუტეხელი და უძლეველი, ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ცეკვაა და არღანია, სადღაც ვაჭრობაა გაგანია, ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აღარც ფარ-შუბების ჭახანია, მშველელს ელოდება რა ხანია ბეჭებგაბზარული მუცო. |
















