|
წუთისოფელო, რად წამართვი, მე რომ ლამაზი ყვავილი მქონდა. წუთისოფელო, რად წამართვი, მე რომ ლამაზი მამული მქონდა. წუთისოფელო, რად ჩამიქრე, მე სიყვარულის ცეცხლი რომ მქონდა. რატომ გამძარცვე ყველაფრისგან, მე ხომ რაც მქონდა, ღვთისათვის მქონდა. ამ ქვეყანაზე, ნუთუ მართლა სულ შენი იყო ყველაფერი, მე კი მარტო სულ-ხორცი მქონდა?! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















