მთარგმნელი: მაგალი თოდუა
|
ჩვენ აბა რა ვართ, - ჩვენ ვართ ერთი საკრავი ჩანგი, ეს შენ ხარ მხოლოდ მესაკრავე, შენია ჰანგი.
ეს შენ ქვითინებ ჩვენს სხეულში და ჩვენში სტირი.
ეს შენ ხმიანობ და ჩვენც შენი აგვიდის ექო.
გვიბერავს ქარი და ჩვენც ვშფოთავთ, და ეს ვართ მარტო...
შენს თავს შეხედე, სიუხვის და სიკეთის ზღვაო! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















