მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 206 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

„ღირსებას სხვისას კვლავაც რომ ვერ ვგრძნობთ,

 

            ძმას ცოცხალს საფლავს რომ ვუთხრით ახლაც…

 

            რეგვენი თუა, – ის რომ გვსურს მაღლა…

 

            ეს გზა რას გვიზამს, –

 

            იმასაც ნახავთ.“

 

      ხოლო კაენის შთამომავალ საკუთარი გვარტომის შვილს სრულიად დაუფარავად, ღიად  და  აშკარად მიმართავდა:

 

 „ვიდრე ღმერთი შენთვის სიკვდილს გაიმეტებს, –

 

 ხომ უნდა შეიქციო თავი რაიმეთი!

 

ხოდა,

 

ან გამყიდე,

 

ან ცოლი წამგვარე,

 

ან დანა დამარტყი,

 

ან…

 

რაღაც ამგვარი.“

 

 

რავის მე არ ვახსენდები შენს დანახვაზე

არავის შენ არ ახსენდები ჩემს დანახვაზე

არავის ის არ ახსენდება ჩემს დანახვაზე

რაც მანდ ზოგს მაინც ახსენდება

ჩემს დანახვაზე

 

 

 

რა უცნაური სცოდნია ფიქრი

ხალხს რომ ჰგონია

რომ არ ხარ იგი

 

 

 

 

 

გარეწარი

 

ტელეეკრანზე ვხედავ როცა მე იმ გარეწარს,

კალო თავისი ვინც ამ ქვეყნად უკვე გალეწა,

ნაბიჯი დარჩა სამარემდე ვისაც ორიღა,

საქართველოსას წარმოადგენს ვინც აბორიგენს.

 

ვინც ბოროტება უამრავი მოიმოქმედა,

ამქვეყნიური ვინც სიტკბონი უხვად მოხვეტა,

ურცხვად იფერებს წმინდანისას ვინც ახლა ნიღაბს,

წაბრძანებასაც ვინც იმ ქვეყნად ფიქრობს ამ რიგად...

 

რაშია საქმე?! –

თვალთ დააკლდა განაღა უფალს?!

ანდა, ვთქვათ, მავანთ,

დღეს ამ ქვეყნად, ასე რომ დუმან,

იმ გრძელ სოფელში არ ეყოფათ დუმილი თუ რა?!

 

ტელეეკრანზე ვხედავ როცა მე იმ გარეწარს,

კალო თავისი ვინც ამ ქვეყნად უკვე გალეწა;

არ შეიძლია, აღელვების ვიყო გარეშე,

ჩემიც მე მასთან ვინაიდან მაქვს ანგარიში.

 

 

 

შემოდგომა შესანიშნავი.

მზეზე,

წისქვილთან

წევს ძაღლი შავი.

წისქვილში სხედან მუქთახორები:

მუსაიფობენ, -

გულს აყოლებენ.

 

მათთვის უცხოა დაფნის გვირგვინი,

ეძალებიან ღვინოს შაქრიანს...

ერთი პირველი ამბობს ქირქილით:

- შენი შოთიაც გაუძაგრიათ.

 

შემოდგომა შესანიშნავი.

მზეზე,

წისქვილთან

წევს ძაღლი შავი.

 

 

 

 

კახეთი

 

ექნებოდა რა ლაზათი

მხარეს ამას და რა ეშხი?! –

ეს ძალუმი ალაზანი

რომ არ ჩქეფდეს ამ მხარეში?!

 

მხარეს ამას ან რა ფერი

ექნებოდა, ან რა ეშხი?! –

ეს თეთრუა ალავერდი

რომ არ ენთოს ამ მხარეში?!

 

ერთიც, ერთიც უნდა ითქვას:

მეტი მისცა კახეთს ეშხი,

აკვანი რომ გადაირწა

ილიასი ამ მხარეში.

 

 

 

ერთი კაცია

(კაცია ვითომ?!)

ცდილობს, თუნდ ძაღლებრ, იცოცხლოს იღონდ...

ის, როგორც ფიქრობს,

შენც ისე ფიქრობ,

ხარ კიდეც ისე,

გეკუთვნის როგორც.

 

 

 

ეს გზა...

 

ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...

გაივლის ქარელს...

გაივლის შინდისს...

ხან ხიდზე გადის,

ხან მიდის მინდვრით...

ეს გზა, მე ვიცი, საითკენ მიდის...

შენ გზა მითხარი,

ის გზა, რომელიც...

ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...

 

 

 

დედაღვთისასი...

 

დედაღვთისასი მე მპატრონობს ოდეს წიაღი!

თვალით კეთილით მიმზერს როცა ძითურთ იაჰვე! _

ბრძანდებიან-ყე

ესენი

რანი?!

მენა

ამათი

რა მცოდნია-ყე!

დედაღვთისასი მე მპატრონობს ოდეს წიაღი!

 

 

 

 

 

დიდად მიკვირს...

 

დიდად მიკვირს

(თავს არ ვიქებ), _

განა რამე მე ავი ვქენ? _

სვე რას მერჩის, ვერ გავიგე! _

სით გავიქე, _

მუნ წავიქე!

 

 

 

 

ვერ დამწამებს ზეცა...

 

ვერ დამწამებს ზეცა,

როსმე ლექსად მეთქვას, _

ზეცით რაც არ მეთხრა!

დამიფაროს ღმერთმა! _

როსმე ლექსად მეთქვას,

ზეცით რაც არ მეთხრას!

 

 

 

 

მუხრან მაჭავარიანი - "აქ, მიწის გამო, ორი კაცი როცა პაექრობს"

 

აქ, მიწის გამო, ორი კაცი როცა პაექრობს,

ფეხის წვერებზე,

ღელის გაღმა,

იწევს სამრეკლო;

ამაოდ ცდილობს ყურადღების მიპყრობას იგი, -

არ იხედება

არავინ იქით.

 

 

 

 

ის ძველი ქოხი ...

 

ის ძველი ქოხი (აქ რომ იდგა, კარგა ხნის წინათ),

ქოხი ღატაკი, კედელ-ყურე მისი უხეში,

სასახლეს ამას (მის ადგილას, ახლა რომ ბრწყინავს),

ამ ძვირფას ოდას, სევდით მოსავს უმსუბუქესით.

ის ბიჭუკელა, ამ ეზოში ბიას რომ კბეჩდა

(ულამაზოა ეს სასახლე იმის გარეშე),

ის ბერიკაცი, იმ ძველ ქოხში რომ იჯდა ფეჩთან,

ზეიმს აწინდელს სევდით მოსავს უანკარესით.

ამაოდ ებრძვის თვალი ჩემი სევდის საბურველს,

წრიალებს აწმყო, როგორც მწერი ობობას ქსელში;

რაც იყო უწინ, კიდეც მსურს და არც მსურს დაბრუნდეს...

ნისლივით აწევს სოფელს სევდა უმსუბუქესი.

 

 

 

 

მე ვხადი სმენად...

 

მე ვხადი სმენად, _ უახლესი რაც კია წიგნი,

მე ვეკითხები ძველთა ჩვენთა მზიანთა შაირთ:

საიდან სიტყვა? საიდან ხმა? საიდან ფიქრი?

საიდან თვით მე? ჯერ საიდან და მერე _ საით?

 

 

ეს იყო შარშან -

პარიზი ვნახე ,

ერთი თვის შემდეგ ,

დავბრუნდი უკან ...

და მეგულება პარიზში ახლა

მე რამდენიმე

ნაცნობი სახე

და რამდენიმე

ნაცნობი შუკა .

 

ჩემი იქ ყოფნა ,

მართალი გითხრა ,

თუ ღირდა რამედ ,

ისევ სა ისევ ,

ყველაზე უმალ

იმ გრძნობად ღირდა , -

დაბრუნებისას

რომელიც

ვიგრძენ .

 

 

 

"ოცი წლის წინათ,

არ მესმოდა სიბერე როცა,

(ხეირიანად, კაცმა რომ თქვას

არც ახლა მესმის)

გამოვაქვეყნე ოდეს სულხან-საბაზე ლექსი,

ორი სტუდენტი:

ერთი სვანი,

ერთი იმერი,

ამ ლექსის გამო

თქმა მადლობის

გულით რომ სურდათ,

გამიმასპინძლდნენ,

მახსოვს,

თითო ნოღრათო ლუდით,

(სვანთან რომ ვიდექ მაშინ თოვდა,

იმერთან - წვიმდა)

 

რამდენი ტაში მიმიღია

მანამდეც, მერეც,..

რამდენ სუფრაზე

თქმულა ჩემი გულწრფელი ქება,

მაგრამ

ვერაფერს

სტუდენტების იმ გულის ძგერას,

იმ ღიმილს,

იმ ლუდს,

ვერ ვადრი და

არც შეედრება!"

 

 

არადა:

 

"მამულს, ისეც მშვენიერს,

ხდიან უფრო მოხდენილს;

თავმომწონე ბიჭები,

გოგოები კოხტები,

ფეხებზე რომ ჰკიდიათ:

ვიცოცხლებ თუ მოვკვდები."

 

 

 

 

ქალაქის სურათები

 

 

 

წვიმა

 

ხალხი დამფრთხალი გამორბის,

ზოგს უცურდება ფეხი;

წვიმას მიამტვრევს ტრამვაი,

როგორც ლერწმოვანს ვეფხვი.

 

განთიადი

 

მოყვანილობა

დაუბრუნდა თავისი ნაძვებს.

გამოიკვეთა

ნელა-ნელა ფერი აგურის.

მოლურჯო ქედის მთელ სიგრძეზე

სინათლე გაწვა, -

დღე ახლოვდება

ცოცხის ფხაკურით.

 

ორი

 

ზამთარი უკვე გათავდა, მგონი,

და კიდევ არ თოვს.

ტრამვაის უცდის შარვალი ორი:

ვიწრო და ფართო.

 

 

 

წამოდღლარძულა ბანოვანი სილაზე ცხელზე.

თოლია თვალით, ციდან ზღვაში საკბილოს ეძებს.

იჭერენ ჭრელი ეროვნების ბიჭები თევზებს.

მზე ზღვაში ჩადის,

ჩანს,

ხმელეთი მოიალერსა.(1995)

 

 

დამინაოჭა კაეშანმა უეცრად შუბლი,-

კახეთის გზაზე ,,ვოლგით“  ,, ვოლგას’’

რომ გავუქროლეთ;

მძიმეა ერთობ, - ქალი როცა ბერდება ტურფა!-

მეძავი თუა,-

მაშინ უფრორე! (1972)

 

 

ვიღაც მხატვრისას აკვირდება კედელზე სურათს.

ხედავს:

გრძელწვერა მალაკნებსა და დუხაბორებს...

ეთამაშება აჩრდილს თვისას ოქროს საყურე.

დიაცი -

ფიქრიანი

პაპიროსს

აბოლებს. (1959)

 

 

წარმომადგენლები თეთრი სხეულების -

მოკლე კაბებიდან გამოქცეულები -

უხმოდ მიყურებენ მუხლები

სკამებიდან.

 

 

 

ძუძუებივით

ზვინებს მზეზე აფიცხებს კალო;

ჭახჭახებს შაშვი,

ტირიფებში ჩუხჩუხებს წყარო. (1954)

 

 

კატა - ხალიჩაზე მოკალათებული -

ავტომობილივით თვალებს აბრიალებს.

 

ერთ-ერთი სხეული - წითელკაბიანი -

ლიტერატურაზე მელაპარაკება.

 

 

ყურს დაუგდებ მუხრანს თუკი,

უნდა გითხრა უილიამ,

შენისთანა დრამატურგი...

ტყუილია!

 

 

გარეთ ხმაურობს წვიმა.

ოთახს ანათებს ლამპა.

-პეტუშა გახსოვს?

-იმე!

-რა ბიჭი იყო?

-აპა!

 

 

არა ნაცნობთა, მე უცნობთა ვცოცხლობ იმედით-

ვისაც არ ვიცნობ კაცი იქნებ არის ის მაინც..

ნაცნობთა ჩემთა უკეთუა მსგავსი ის კაციც,-

საქმე ქართლისა მთლად წასული ყოფილა მაშინ!

 

 

ციოდა. ცრიდა...

 

ციოდა. ცრიდა. ღია კარს მიღმა

იგი უჩქამოდ იდგა, ვით ლანდი

და როცა ვკითხე: _ რა გინდა-მეთქი? _

შემომაჩერდა და სახე მისი

იყო სრულიად არაფრისმთქმელი,

ვით გვარ-სახელი რუსთათვის ჩემი.

 

 

`ნათლად განიხვნა ზეცის კარიბჭე:

ხმელთით

ავარდა

ცად

ევკალიპტი...

ერთი

კარგი

დღე

(ვით არაერთხელ),

დღეს, ერთხელ კიდევ

ჩა_

მო_

ყა_

ლიბ_

და!~

 

 

 

 

ფიქრი ხანდაზმულისა - ჯეელთ შემხედვარესი

 

 

 

დუქანში

 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ