|
რა ფერმკრთალი ხართ ქალბატონო, გიკრთით ტუჩები, ნაძალადევი ეგ ღიმილი, ვერ მალავს სევდას... გადამიშალეთ თქვენი გული, ნუ მეურჩებით, ეგ სილამაზეც ვერ დამიხშობს სიმართლის ხედვას.
რა პატარაა, ეს სამყარო სიყვარულისთვის... თქვენ ქალბატონო, მეოცნებე გოგონას ითხოვთ, ჭრელ-ჭრულა კაბას, რომ იკერავს გაზაფხულისთვის.
რა უხერხულად შეგეშმუშნათ ფრთები ოცნების, ახლა ღამეა, და თქვენ მთვარის შუქზე ისვენებთ, შეგრჩათ მიმიკა, გაკვირვების და გაოცების.
და გვირილების თაიგულად შეკრული დაგაქვთ, შეიყვარებთ და სუყველაფერს მისთვის იმეტებთ, თქვენ ქალბატონო, დაღონების მიზეზი რა გაქვთ???..
თქვენ ჭურჭელი, ხართ სიყვარულით ამოსავსები. გულში ნადები ოცნებები თუ აგიხდებათ, ბნელ ღამეებში მზის ნათებას დაემგავსებით.
ეს ვარსკვლავებიც ღილებივით სწყდებიან აისს, თქვენ ქალბატონო, კვლავ აპრილის ხუმრობა გჯერათ, და ჭრელი კაბით ელოდებით ახდენილ მაისს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















