მთარგმნელი: მაგალი თოდუა
|
ამას რას ვხედავ! შენი მშვენებით თვითონ მშვენება არა ჩანს მშვენად. ვინც შენთა ზილფთა ფშვენა ისუნთქა გადაავიწყდა მუშკ-ამბრის ფშვენა. გული კი არა ქვა გიდევს მკერდში, ქვაზე ათასჯერ ცივი და მძიმე, კარგად ვიცი მე, და მაინც ხედავ?- ისე გიფიცებ ვითარცა ზენას. შენ არ გეგონოს მე შენგან რამე წყალობას ანდა სიკეთეს ველი, სად გაგონილა გულქვას ულბობდეს გულს გულდამწვართა გულების ქშენა! შენზე ათასჯერ შევჩივლე ზენას და შენგან შველა ათასჯერ ვთხოვე, მაგრამ რა ვპოვე, თურმე ღვთაებას არ ეპუები, ღვთაებავ შენა. მე თუნდ ათასი მეფე მამონონ, რა თავში ვიხლი ასეთ წყალობას, შენ ამიყვანე ყურმოჭრილ მონად და ეს იქნება ნამდვილი შველა. |
















