მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
|
ილხენდე ლამაზ შავთვალასთან ხალვათად მჯდარი, წუთისოფელი ზღაპარია და ნიავ-ქარი.
რაც უკვე მოხდა, დაივიწყე, უქციე მხარი.
მე და ის - სახით მთვარისა და ფერიის დარი.
უბედურაი, ვინც სიამეს მიუხშო კარი.
მოიტა ღვინო და დავლიოთ, რაც არი, არი! |
















