მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 148 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქარო, ფეხდაფეხ რად მომდევ,

გულო, საგონს რად შეები,

ტირილით რად მოგვყვებიან

არხოტის სიმაგრეები?


ციხემა გულხავსიანმა

ნისლი რად დაიახლოვა,

საით წავიდა ფეხის ხმა,

მთების გულში რომ სახლობდა?


ლემადეთ კიდეგანაი

ქარბუქში რატომ გახვიეს,

სიჩუმე, გულის მომკვლელი,

რად დასწოლია ახიელს?


რად ვინ არ უსალამურებს

ცხვრის ფარას მთებზე მიფენილს,

ათენგენობის სწორია,

რატომ არ მღერის მთიბელი?


სოფლის თავს რად გაცრეცილა

მამ-პაპათ ძვლების სანახი,

თავკვირვებულთა ბან-კარზე

რატომ ბიბინებს ბალახი,

რად გამოვიდა საძოვზე

ასე თამამად ხარლაღი?


ერთურთთან რად არ მიდ-მოდის

არხოტის ახალ უხალი,

რად გაჩნდა ნასახლარები,

ჭიმღას რად ჩაქრა ბუხარი?


რად ტირის ქავ-ციხის კარი

ტყვიების ცეცხლში ნაშენი,

საით წავიდეს არწივნი

მომყივან-მოყაშყაშენი?


რად დაავიწყდა ჭალათა

ფეხმარდ ლურჯაის ჭიხვინი,

რამდენი ხანი გავიდა,

რატომ არვის აქვს ჭირ-ლხინი?


ანდა მეზობელ ქისტეთის

მხარეს რად შემობინდვია,

გადასასვლელზე ცისკარი

ეულად რატომ ჰკიდია?


გმინით საით ვის აცილებს

ბრძენი ხოგაის მინდია,

საავდროდ გამზდებულნი

ღრუბელნი საით მიდიან?


ძნელია კვალის გატანა,

გზებს ათოვს სამთაბაროსა;

არხოტიონო, შენი გზა

ასე რაად ვინ დალოცა,

ბევრმა დრომ ჩამოგიარა,

ეესეთამ კი - აროსა,

ჯავრით ადგილზე გაბღრუჭებს,

გახვრევს საკუთარ გალოსა!..


ქარო, ფეხდაფეხ რად მომდევ,

გულო, საგონს რად შეები,

რად არ მოგყვება ძახილი

არხოტელ მელექსეების!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ