მთარგმნელი: მაგალი თოდუა
|
იქნება არც კი იცოდე, ჩემო დილავ და რიჟრაჟო, რომ სიტყვის ზვირთებს ვაზვირთებ და ჩანჩქერივით ვგიჟმაჟობ,
ოქროპირი ვარ თავადა. ვინც ჩემი ლექსი ისმინა, ნამეხარივით დავარდა.
ღვთისნიერ კაცთა გულები, შენი ოქრო და ფულები უმაქნისია სრულებით.
არ დაიღუპო თავადა. ოქრო ზინათად თუ ვარგა, მოსაკაზმ-მოსართავადა.
ვერ მოისვენებს წამითაც, ფულებზე ვიშით სულს დალევს, ქურდთაგან შიშის ჭამითა.
ბევრი ჯავრი და ჭირია. ცოტა ქონება იკმარე, ცოტა წუხილი სჭირია. |
















