|
წუთისოფლის სტუმარი ვარ, ხან მატკბობს, ხან მაწვალებსა, თავის ჭკვაზე მიდი-მოდის, ანგარიშს არ მაბარებსა. წამის წინ ცრემლს მაფრქვევინებს, წამის უკან მახარებსა, ხან გულში ვარდს ჩამოთესავს, ხან საწამლავ-სამსალებსა... კარგა ვიცნობ, - მუხთალია, თავს რატომღა მაყვარებსა... |
















