|
იწყება შუქი, იწყება წყევლა, თავდავიწყება არსად იწყება. მე მავიწყდება წარსულში ყველა, საღამონი კი არ მავიწყდება.
გარდასულ დღეთა ლეგა ფურცლები. იცვალენ ყველა შემოგარენი, საღამონი კი დარჩნენ უცვლელნი.
წაშლიან ცრემლს და ღიმს დასტოვებენ, მე დამტოვებენ ქვეყნად ყველანი, საღამონი კი არ დამტოვებენ. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















