მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 448 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იქნებ იმისთვის, რომ საკუთარი

იყავი გულით და გარეგნულად.

იქნებ იმისთვის, რომ მე სხვაგვარი,

შენ სხვაგვარი გზა ბედმა გარგუნა,


რომ შენი მწარე, ქილიკი ენა,

მე არ შემეძლო ახლოს მეთმინა.

იქნებ იმისთვის, რომ შენ ერთხელაც

არ მომიგონებ ასე კეთილად, -


მე შენ გეძახი… სადა ხარ ეხლა,

სად იქნევ მკლავებს, ბრძოლას უჩვევი…

ამაღამ მტერთან მომიწევს შეხლა

და იქნებ ტყვიას ვერც გადვურჩები.


ამაღამ ჩემი სვანური მუხლი

მე შემახვედრებს მტერთა ბლინდაჟებს.

დღეს ჩემი იყო საღამოს მწუხრი,

ხვალ იქნებ ჩემთვის არც ირიჟრაჟებს.


…და ვისაც ყოფნის მტკიცე იმედი

არ შორდებოდა ძალღონემიხდილს,

ვინც იწვა თოვლში სიკვდილის გვერდით

და მტრის საფარში გზავნიდა სიკვდილს,


ვინც მომაკვდავ ძმას გაშორდა ქარში,

სახეს უსისხლოს და განაოცებს,

ვინც იარაღთან მივიდა ბავშვი,

და ახლა შუბლზე ითვლის ნაოჭებს, -


მას შეუძლია ბავშვობის ზიარს

გისაყვედუროს, გაგკიცხოს შორით,

თუ სიტყვა შენი არა ჰგავს ტყვიას,

ამ სასტიკ ომში ჩემგან გასროლილს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ