მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 331 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩვეულებრივად წასულა ხანი,

მას შემდეგ ბევრჯერ ამდგარა ქარი,

კლდეზედ ნანგრევი ჰყუდია ოდენ

და არაფერის მეტყველი თქმანი.


ცურავს დუმილი, დაჭერას ელის,

რომ იმედივით დაეტყოს ხაზებს.

შორს კი უბრალო ბულბული მღერის

ოდნავ დატუქსულ, უბრალო ხმაზე.


მოღელავს ხევი, მწვანე ლოდებს რევს

წყალი თუ ზეცა ძირს დანაფენი,

ბუნება ყვავის, როგორც ოდესმე -

დრო კი წასულა, სხვა არაფერი.


კოშკის ნანგრევზე სარკმელი ერთი -

ღიად დამრჩალი ციკლოპის თვალი -

მოსჩანს და, როცა ელვა და ქარი

ციდან წამოსულ ნიაღვარს ერთვის,


მთელდება კოშკი, ელვების ხმალი

დალეწავს შავი ღრუბლების ურმებს,

მოითხოვს შველას სარკმელთან ქალი

და გაშლილ თმებით მიფრინავს თურმე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ