|
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა, ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი, შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა. ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა. მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა. ვტიროდი ხარბად - მარტოობით ნაალერსალი. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა, ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















