|
გამომაღვიძა ღამის ალმა, ნელმა და ქურდმა, ბაღი ყელამდე ზამბახებით იყო ნაბური, ირგვლივ ეყარა დანგრეულთა ჩრდილთა ჩუქურთმა, ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა ზღვა უდაბური.
შავი ზღვის ცაზე და ზვირთებზე შეყვარებული; მე კი სამშობლოს მიტაცებდა ლურჯი მანდილი, ქვეყნად მთვარეულ ზამბახებში შეფარებული.
და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა; მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა?
შენ და მოსკოვი, პეტროგრადი, ლენინი, კრემლი! შავი ზღვის ზვირთებს მიაპობდა გემი “დალანდი” და თვალზე მადგა განშორების მსუბუქი ცრემლი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















