|
ნელდება ფერი სიშორეში, ფერი მკრთალდება, ღრუბელ და ღრუბელ იცრიცება მთვარის თავთავი და დაღლილ იმედს უთვალთვალებს ღამე ავთვალი - შეუვალი და დამთრგუნველი, როგორც ბრალდება.
მაგრამ ურჩობს და უჯიათობს ჩვენი მხატვარი და მთვარის შუქი - ნასიცხარი, ნამკათათვარი - კვლავ თავის წიაღს უბრუნდება და მთლიანდება.
და უქმე დღეებს ენაცვლება ჟამი ქმნადობის; როგორ გამშვენებთ, ქმნილებანო, ღმერთის ტვიფარი, -
და მისი პულტი - მორყეული და უმწიფარი დაკარგულ ბგერებს აწესრიგებს და ითავისებს. |
















