|
აქ იდგა შენი ძველი სახლი, მაგრამ აქედან - როცა აფრინე სტრიქონები სულხან-საბასი, შენს სიყმაწვილეს დავიწყების ქარმა დახედა და ბაგეს წასცდა მომაკვდავის ბოლო ნაფაზი.
და სადღაც კლდისპირ - სამტეხლოში თუ ჯანდაბაში - ჩაგესმის დრტვინვა ხელმოცარულ მოქანდაკეთა და მტვერში კარგავ ჩამოტეხილ ქვას და თაბაშირს.
და ნაცნობ ტყეებს მიაშურა ბრმა ოჩოკოჩმა; ხასხასებს რკინა ხალიბური - პაპის ნაქონი,
სოფლის დუქანთან გაბღვერილი ზის დიაკონი და ზამთრის მთვარე გადმოსცქერის ძველ სამლოცველოს... |
















