|
გაცვდა ქვეყანა ამდენ თქმაში და გადათქმაში და გაჰყვა ქარებს, - წლებს რომ ანდე და ანაცვალე, - სუნთქვა - ცივი და გაყინული, როგორც საძვალე, და ტაძრის კედლებს გადმოსცვივდა თეთრი ბათქაში
მაინც გეცნო და, დამაშვრალმა - მზით განაწვალებ უდაბნოს ქარში გულმხურვალე ცრემლით დაცვარე უბე და კალთა ქვადქცეული კლეოპატრასი.
ქროლვა და ფრთონვა - ქართა ხმა და ხმა წინაპართა; არად აგდებენ აჩრდილები ჟამთა ზვაობას,
წუთით შეძრავენ მარადიულ მათ უძრაობას და ნელი თრთოლვა გადაუვლის ძველ კატაკომბებს... |
















