მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 194 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნოემბრის ქარი ისევ-ისე ხეებში მოსთქვამს.

მთვარის სხივები შემოჭრილა მინებში სვეტად.

დახურულ ფანჯრებს შემოდგომის სიცივე ორთქლავს,

ვზივარ და ვფიქრობ. მარტოობას ოთახში ვკეტავ.


პატარა თაგვი სიჩუმეში გამოდის ფრთხილად -

შავი თვალებით ყოველ ღამე მე რომ მიცქერის.

პატარა ბინა მას არგუნა იღბალმა წილად.

ვხედავ, როგორ კრთის და რა რიგად გული უძგერის.


მომიახლოვდი ახლა მაინც, პატარა მხეცო!

ნუ გეშინია, მომენდევი, ნუ გარბი ხვრელში!

განა ვერ ხედავ, რა უღონოდ მე მუხლებს ვკეცავ? -

დღეს ჩემი ბედი განიავდა ქარში და მტვერში!..


ნუ გეშინია! მომისმინე: მაგ შენს ჯურღმულში

მეც მინდა ახლა გადმოვიდე და დავიკარგო!

მინდა, ეს გული გაგიცვალო მაგ ნამცეც გულში:

მან, შესაძლოა, ცხოვრებისთვის უფრო ივარგოს!


ო, მომისმინე, მომეც შენთან თავშესაფარი

და შემისრულე ჩემი ნატვრა უკანასკნელად!

განა არ გესმის, რა საშინლად მძვინვარებს ქარი,

და როგორ მოსთქვამს ის ხეებში, მინდვრად და ველად?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ