|
აქ მოველ შენთან და ტალღების მესმის გალობა, რისთვის განვიცდი გამოუთქმელ გრძნობას შიშისას? ვდგევარ შენს ახლოს - განწირული არარაობა - მცირე მარცვალი მოშრიალე შენი ქვიშისა.
როს ციურ მინდვრებს ვარსკვლავებით მონამავს ღამე, ღვთაებრივ ძლით რათ იღვრები ჩემს სულში მაშინ? რად ჰბადებ ფიქრებს შენებრ დიადს და მოკამკამეს?
რათ ევლინება მარადისი მეტყველი ენით? უზენაესში რომ ეძიოს თვისი მსგავსება, თუ ჟამთა დენა რომ განსჭვრიტოს უძლური სმენით?!
სიკვდილიც იგივ სიცოცხლეა, რადგან ფიქრია! მხოლოდ სად არის თვით სიცოცხლის დასაბამისი? სად დავდგე ლოცვად, თუ ტაძრისთვის ვერ მიმიგნია!
ვდგევარ და ირგვლივ უფსკრულივით ბნელი ღამეა. სად არის ის დრო, ბავშვობისა, როს სასოებით მე შევყურებდი ამ ბუნებას და ადამიანს?
და ნეტარება მეფრქვეოდა ცით მონაბერი? ცალიერია ეს სიმაღლე, მე რომ მაწვალებს, ცალიერია, არ არის იქ არაფერი!
ბგერები ნაზი, სურნელება, ფერთა ანთება - ეს ყოველივე მოჩვენება და სიზმარია, ჩემში შობილი - ჩემ გრძნობათა გამოლანდება!
თუ საწუთრომან ეს მარგუნა, ვითა წვალება, - მოვიტან, ზღვაო, შენთან ჩემს გულს, თასივით ავსილს, კაეშნით სავსე რომ ვისმინო შენი გალობა! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















