|
ნიკო ლორთქიფანიძეს
წმინდაო ღმერთო, მახინჯთ მფარველო, შენ წინ ცრემლებით ცოდვილი ბავში, დღეს სულ უძლური მე ვიწყებ ლოცვას. ვერსად წავედი, ამევსო გული იდუმალებით. გზა დაკარგული, წმინდაო ღმერთო, გევედრი დაცვას.
მე ყველგან დამაქვს, მაგრამ სიმძიმე მე მღალავს მისი; და მე ვეცემი ღონე მიხდილი, როგორც ტანტალი. ჩემ უბედურ გულს ჯერ არ ეღირსა წმინდა მაისი.
(დაცემის შემდეგ საშინელია კვლავ წამოდგომა). ჩემ აშლილ სახეს შეაჩვენებენ ალბათ მკვლელებიც და ბოროტ სულში ისევ ნელდება იმედის კრთომა.
ცოდვილი ბავში, დღეს სულ უძლური მე ვიწყებ ლოცვას. ვერსად წავედი, ამევსო გული იდუმალებით. გზა დაკარგული, წმინდაო ღმერთო, გევედრი დაცვას. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















