|
დღეს ისევ ისე შენში სცოცხლობს ძველი თამარი - ჩემი თამარი, რომ მიყვარდა ოდესღაც, წინათ. წარსული ტრფობის ისევ ათრობს გულს მუჯამარი; დღეს ისევ ისე შენში სცოცხლობს ძველი თამარი. ცისფერი კაბა მაგონდება, ვიწრო ქამარი, მორცხვი თვალები, სიყვარულმა რომ ააბრწყინა; დღეს ისევ ისე შენში სცოცხლობს ძველი თამარი - ჩემი თამარი, რომ მიყვარდა ოდესღაც, წინათ!.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















