|
ამას წინათ ცხოვრებამ რომ თვალწინ ისევ ჩამიარა, გამიკვირდა - ის ცხოვრება სხვისი იყო, ჩემი არა.... თვალი ცრემლით ამივსო და თაფლაკვერით ჯამი არა, თითქოს მართლა სხვისი იყო, ისე უცხოდ ჩამიარა. ვირჩენ, ვირჩენ, მაგრამ ვიცი ვერ მოვირჩენ ამ იარას. კიდევ კარგი ამ ცხოვრებამ ახლოს მაინც ჩამიარა... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















