მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
თეთრი ანგელოზი მწუხარე თვალებით
ქალაქს მოევლინა ციურ ბრწყინვალებით.
ციური ჰანგის ხმა ქუჩებში გაისმა
და ქვები ლალისფრად შეღება დაისმა.
შორს გადაიკარგა თეთრი მოჩვენება,
მხოლოთ ღვთაებრივი დარჩა სურნელება.
და დიდხანს ქალაქი, მტირალი ზარებით,
იყო შეპყრობილი ჩუმი ნეტარებით.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet