მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 206 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დანერწყვავს ღამე და გამურავს დაქანცულ ქალაქს;

დავტოვებ ქუჩებს შხამიანებს, და სხვებთან ერთად

შევალ კაфეში განისლული, ვიპოვნი ალაგს,

ეგებ ვიყიდო დავიწყება მე აქ მანეთად.


მრავალ თვალებში მკრთალი სახით გავმეორდები.

მარადი სევდით სარკეები დამიხვდებიან;

სამი პრინცესა ბრმა თვალებით - მწუხარე დები -

სარკის უფსკრულში მომტირალე გამოჩნდებიან.


ლანდურ ნაბიჯით, სურნელოვან ჩუმი ლოცვებით

ისინი მივლენ და უშვერენ თეთრ თვალებს მთვარეს;

ქალწული პაჟი მათ გზებს ჰქარგავს ძვირფასი ქვებით

და ნელი ხმებით ის უმღერის მათ სიმწუხარეს.


უეცრად ქრება უეცარი ეს მოჩვენება.

ყალბი სიცილის, ოხუნჯობის დამღალავს სმენა;

კვლავ მიუწვდომი შეიქნება აქ მოსვენება,

და ბრაზ მორეულს მომინდება ხორცის დაკბენა.


შევხედავ ზიზღით მე ქალების გაქონილ ტუჩებს,

მელოტ თავების შემზარდება სველი პრიალი;

დავტოვებ კაфეს, ისევ-ისე გავყვები ქუჩებს,

და შავ ქალაქის დამიმონებს ისევ ხრიალი.


გვიანი ღამით, როს ქალაქი სასაფლაოს ჰგავს,

შევიპარები როგორც ქურდი მე ჩემს ოთახში.

ცივი სიგიჟე სველ ხელებით დაიჭერს ჩემს თავს

და შეშინებულს ჩუმად დამდევს მდუმარე სახლში.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ