|
მე მელანდება ღამეებში ვილლა ბორგეზე; თითქოს მელიან მდუმარებით ბროლის თაღები. თეთრი სფინქსები კიბეებთან თბებიან მზეზე. და მეც მათ ცქერით სამუდამოთ დავიდაღები.
თეთრი მწევარი მის ფეხებთან წევს მოკრძალებით. და მენატრება მე შეხება დედოფლის წელის, მაგრამ ვიჩოქებ, როგორც მონა თვალთა ბრძანებით.
ის განაბული უკვირდება მათ სათუთ ფანდებს; მაგრამ როდესაც გაიგონებს გედების კვნესას, - გაიარს ჩუმად საფირონის ქვის შუშაბანდებს.
ერთგული პაჟი შემოდგომის მძიმე დღეებში - და ლეონარდოს სურათები გაფითრებული მძიმე თვალებით აცილებენ მას სარკეებში.
დილამდე ველი; მიშრებიან ლოცვით ტუჩები. თენდება ჩუმად; ისევ გულით დავიკოდები. ვიცი, წამებას მე ამნაირს ვერ გადვურჩები.
არ ვიცი, რატომ და მაშინებს დილის ბუნება, და ჩემი სული ისევ ისე ავი ზმორებით, როგორც რომ ძაღლი სიცივეში მოიღუნება. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















