|
ფოთლები ქარში, ფოთლები ქარში. ვინ დასთვლის ფოთლებს მთვარიან ღამით. დაჰქრის ტყე-ველად სიკვდილის მარში და მთვარემ მორწყო ღამე ბალღამით.
ცივ ნიაღვარში სწრაფად ჰქრებიან. დავიწყებულ მკვდრებს სცივათ ზამთარში… და ქარის ხმაზე შავად სდგებიან;
- შენ რისთვის ტირი, საბრალო დაო? - ვიღაც უცნობი ჩამოდგა კარში… - ილოცე ჩქარა, ო, საცოდაო!
|
| პოეზიის გვერდი • • • |
















