მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 221 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

უხილავ ხელმა წაშალა

ვარსკვლავნი თანდათანობით;

თინათინს ფარავს თავშალი,

შინ მივა ნელი გალობით.


სდუმან ავლაბრის სახლები;

გამკრთალდა მთვარეც გვიანი;

მას არვინ არ ეახლება,

ბრუნდება ნათელ მზიანი.


არსენას ცხენის ჭენება

კიდევ მოისმის შორიდან;

როცა მზე ჩაესვენება,

ამბავი მოვა გორიდან.


„ატლასის ფარჩა ნაქარგი

მინდა, გშვენოდეს კაბადა;

თუ შენ არსენა დაჰკარგე -

ატარე მისსა ამბათა.


ასაოხრებლათ წავსულვარ

მსუქან, ფაშვიან ვაჭართა;

ავ თვალით არ დავნავსულვარ,

არ ვდარდობ, რაც დამემართა!

 

ბორკილის სისხლის დაღები

მალამოდ მომირჩენია,

და ციხის ბნელი თაღები

არსენას ტყვილათ ელიან.


გულს მიდევს შენი ბაღდადი;

გორიდან მცხეთას ვაპირებ;

თუ ვიქენ ისევ ნაღდადა,

ბოდბისხევს გავინაპირებ.


თუ სასიკვდილოთ დავიჭერ,

თუ ჩემი მკლავი წახდესა,

წითელ კვერცხს ვეღარ დავიჭერ,

ჩემი სიზმარიც ახდესა“.


თინათინ კაბას აჩქარებს

არსენას გასახარადა;

მთვარესაც კი არ აკარებს

ჰქარგავს, დამღერის წყნარადა.


არ დარდობს; სჯერა ვეფხობა

გულ მკერდის, ფართე მხრებისა!

არსენა არ დაემხობა,

არა აქვს რიდი მტრებისა;


მაგრამ რა ნისლით მოცულა

მუხათ გვერდისა ჭალები!

თინათინ ჩუმად ლოცულობს,

სტირიან ფართე თვალები.


მკლავებზე დაეყვინთება,

სიზმარსაც ნახავს მწარესა;

ხედავს - სანთლები ინთება

აკლდება შუქი მთვარესა;


მოაქვთ მცხეთისა მხარიდან

ყაჩაღებს შავნაბდიანებს

მკვდარი არსენა მხარითა,

შორი გზით დანაგვიანებს.


წვერები სისხლით დასვრია,

და ვეღარ აღებს თვალებსა;

გულში ხანჯალი ასვია,

აქცევს სისხლისა ღვარებსა;


მისი ულვაში გრეხილი

ბაღდადით დაუხურიათ;

და ხმალი გადატეხილი

ვაჭარსა მოაქვს ურიას.


თინათინ წამოვარდება,

ადგება წარმატებული;

ხედავს, რომ მტკვარი შავდება,

და მოდის ადიდებული;


ამბობს: „სიზმარი ტიალი

ტყუილად არ გამლანდებია!“

ორი მხედარი გვიანი

შორი გზით გამოჩნდებიან.


ალაყაფს მოადგებიან

ჩაბალახებით ბურვილნი;

თინათინს ეუბნებიან:

„გვახრჩობს სიცხე და წყურვილი.


მოვსულვართ შავი ცნობითა,

გზა დიდი გაგვიარია;

კუჭატნლის ვერაგობითა

ჩვენი არსენა მკვდარია.“


ამბობენ: „შენი ბაღდადით

ჭრილობა დაუფარეთო,

და ძველი ქართლის ადათით

მიწასა მივაბართო.


არსენას ნაანდერძები

სურვილი შევასრულეთო;

დავკალით დიდი ვერძები

მშიერნი დავაპურეთო.


გვთხოვა გვეამბო საჩქაროდ:

„ბედი ამიხდა მტერადო!

წითელი კაბა ატარე

არსენას მოსაგონადო.“


არ დასწვა ჩემზე სანთელი.

არც ცრემლი ღვარო ცხელიო;

აქაცა კარგი ვიყავი

იქაც ნათელსა ველიო!“

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ