მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე
ვისაც არ ჰყავს გულის ვარდი, ღვინო შესვას ფერად ლალი, დაიჯერებს, რომ ნამდვილად მისთვის კვდება ყველა ქალი.
ღვინო შესვას, ბლომად შესვას, ვისაც არ აქვს ორი გროში, მას თავისი ეგონება, რაც ოქროა მსოფლიოში.
ვისაც დარდი არ ასვენებს, ღვინო სვას და დათვრეს ხელად, ღვინო წუხილს დაავიწყებს, ღვინო შეიქმს უდარდელად.
სატრფო არ მყავს, ფული არ მაქვს, დარდი მაქვს და რაც ვარ, ეს ვარ. ამიტომაც სხვაზე მეტი, სამჯერ მეტი უნდა შევსვა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შანდორ პეტეფის პოეზია |