|
აღარ იქნა და განჩინება აღარ გვაღირსე, - კი, მიწიერთა სანუგეშოდ დიდხანს იმეფე, თუმც სამეგზუროდ ვერაფერი გამოიმეტე და უცებ შეცბი დაბნეული მგზავრის ძახილზე.
ჩაცხრა ვნება და ჩაიწურა ყლორტის სინედლე, მწვერვალთა იქით გადაქანდა ხმა მოიმედე და სევდით, სევდით - მარტოობის სევდით აღივსე.
და ტყისპირ ქარი დანავარდობს დღის მიდრეკამდე; და ქარის ჩინით განჩინებულს და განაწესებს -
და ჩრდილებს შორის უილაჯოდ თითებს აცეცებს მზე ენკენისა - შემოდგომის მზე მიწურვილი... |
















