|
თითქოს შენივთდა წლების ნისლი და ქარბორია, ცისა და მიწის სილაჟვარდე და ხავერდობა, გარდასულ ხილვებს შევუთვალეთ ჩვენი შენდობა და კვლავ შევყევით სადღეისო ფიქრს და ფორიაქს.
ჰყვება მეგზური ათას რამეს, თუმც ვინ ენდობა, - და ღვინის ქაფში მოთუხთუხე ალავერდობა ერთ ქვაბში ხარშავს ტყუილ-მართალ მის ისტორიას.
და დროის ძახილს მიუყვება ამ ჩოჩორივით; ეს კი ვერც ამჩნევს - უჩვეულო ფერისცვალებით
და ოცნებებში ჩაბინდული ლურჯი თვალებით შემრიგებლურად შემოჰყურებს ცას და ქვეყანას... |
















