(რემბრანდტი - ვარიაციები)
მისდევ სადინარს, - მიუყვები დინჯი დინებით, ცხვარსაც მწყემსავ და საცხოვარსაც თითქოს უძღვები, მაგრამ სამყარო დახშულია ბნელი ჩრდილებით და ნათლის წყაროც უშრეტია და აუწყველი.
მაგრამ ყოველი ცოდვა-მადლი, რასაც უძღები შვილი აღნუსხავს გულუბრყვილო გამოცდილებით, - ის მამის მიერ ნათქვამია და ნაუწყები.
და შენს წიაღში საუკუნო საყრდენს ეძებდა; სხივი, რომელიც თანადგომას არ ამადლიდა,
- თბილად ჟონავდა გულმოწყალე მამის კალთიდან და მისი რწმენის უძლეველი ციხე-ბურჯიდან... |